თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს-კახა კალაძე

ნახვები: 606 დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს-კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა. ის აღარ არის პოლიტიკაში. ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა აქვს და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, ომის საფრთხეებთან მიმართებით მმართველი გუნდის პოზიციაზე, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შეფასება სწორია და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს, პირველ რიგში, დაცული. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის – ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ძალიან განვიცდით, რაც ხდება უკრაინაში, ყველანაირად ვუთანაგრძნობთ მას და მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებიდან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ქართული ოცნება“ ატარებს ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ატარებს ქართველი ხალხის ინტერესებს პირველ რიგში და ჩვენ ამას ყოველთვის გავაკეთებთ, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ხალხს, კულტურას, წარსულს და ღირებულებებს. ზუსტად ამ მოცემულობით ვჭირდებით ევროპას და ამით ვართ საინტერესო ევროპული ქვეყნებისთვის, რომ გვაქვს უდიდესი ტრადიცია, ვართ უდიდესი კულტურის ქვეყანა, გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ამ ღირებულებებით გვინდა ევროპული არჩევანი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა