კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ მიმაჩნია, ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს-ლევან იოსელიანი

ნახვები: 566 წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ მიმაჩნია, ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს-ლევან იოსელიანი

წერილიდან ის გავიგე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში და ამიტომ ვთვლი, რომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, – ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება.

მისივე თქმით, გარემოებები ადასტურებს, რომ ივანიშვილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული.

„ბიძინა ივანიშვილი კელი დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც შემდეგ ბევრ კითხვას იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ამ ქვეყნისთვის სწორი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. კითხვები იმიტომ არსებობს, რომ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, მაგრამ ყველა სხვა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა