კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ნახვები: 571 ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც ლიეტუვური მედიისთვის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გახდა ცნობილი, ლიეტუვამ კირილე არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქი კირილი „შავ სიაში“ შეყვანილია იმის გამო, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

„პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ლიეტუვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.

გაზაფხულზე ლიეტუვამ ევროკავშირს პატრიარქ კირილის „შავ სიაში“ შეყვანა შესთავაზა, თუმცა ივნისში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცებისას ის სიიდან უნგრეთის მოთხოვნით ამოიღეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა