კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო სტრატეგიულ საკითხებზე, გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომსა და სანქციებს-სოზარ სუბარი

ნახვები: 524 კელი დეგნანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო სტრატეგიულ საკითხებზე, გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომსა და სანქციებს-სოზარ სუბარი

კელი დეგნანმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო სტრატეგიულ საკითხებზე, ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კონკრეტულად დასმულ კითხვებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის, საჯაროდ უნდა გაეცეს პასუხი.

„პირველივე წერილში, რომელიც ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ მიხეილ ყაველაშვილის სახელით გამოქვეყნდა, რომლის შინაარსს ჩვენც ვეხმარებოდით, ძალიან მკაფიოდ იყო ფორმულირებული კითხვა, იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომის დაწყების შემდეგ, რაზეც პასუხი მივიღეთ, რომ დიდი ხანია, არ მომხდარა ეს შეხვედრა. პირდაპირ არ იყო პასუხი და სურვილი იყო, როგორც ჩანს, რომ უნდა აღგვექვა, თითქოს ეს შეხვედრა არ შემდგარა. გუშინ გავიგეთ, თურმე ეს შეხვედრა შედგა, დღეს ქალბატონმა კელი დეგნანმაც დაადასტურა და ისიც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე იყო ლაპარაკიო. რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ღია მოწოდებები იყო ქართული ოპოზიციის მხრიდან, ქართული არასამთავრობოების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომ საქართველოს გამოეყენებინა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩართულიყო ომში. ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდი, ანუ ამ შეხვედრამდე პერიოდი ეს არის საკითხი, როდესაც პიკში არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები, არ ხდებოდა მისთვის ნახატების დაბრუნება, არ ხდებოდა მის საკუთრებაში არსებული ვერტმფრენების გადაცემა, დაბლოკილია მისი ყველა ანგარიში და ამ დროს ხდება შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ იყო გარკვეულწილად ზეწოლა, რათა მას თავისი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე ან დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, რომ საქართველო უფრო მეტად შეერთებოდა სანქციებს, რომ საქართველოს რაღაც ნაბიჯები გადაედგა ომის მიმართულებით. ეს არის ჩემი აზრით ლეგიტიმური კითხვები. ამ კითხვების ლეგიტიმურობას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ პირველივე, ძალიან მარტივად დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრა ომის დაწყების დღიდან მას და ბიძინა ივანიშვილს შორის, ვერ მივიღეთ პასუხი, ანუ პასუხი მივიღეთ ძალიან ბუნდოვანი, გაუგებარი.

ჩვენ დღემდე არ გვაქვს მიღებული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც იყო დასმული ჩვენს წერილში, მაგალითად, ჰქონდა თუ არა არაფორმალურ სანქციას ადგილი მოსამართლის მიმართ, როცა ის არ გაუშვეს ამერიკაში, ხომ არ დაიბარეს ის მართლა და ხომ არ ჰქონდა მის მიმართ კითხვების დასმას ადგილი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არის არაერთი სხვა კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, მათზე არ არის პასუხები გაცემული და მათზე პასუხები, ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა