კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი რაგბის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 299 თეა წულუკიანი რაგბის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ სამინისტროში რაგბის კავშირის პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს უმასპინძლეს და მასთან ერთად ქართულ რაგბიში მიმდინარე პროცესები განიხილეს. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თეა წულუკიანს რამდენიმეთვიანი მუშაობის ანგარიში გააცნო და ახლო მომავალში გასატარებელი რეფორმების შესახებ ესაუბრა.

სოსო ტყემალაძის განცხადებით, ძალიან მალე რაგბის კავშირის გამგეობა უფრო მეტად გამჭვირვალე წესებით არჩეული წევრებით დაკომპლექტდება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ბოლო ორი თვის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა ქართული რაგბის გაჯანსაღებისა და ხელშეწყობისაკენ. სოსო ტყემალაძე გამოეხმაურა თეა წულუკიანის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტულ ორგანიზაციებში ამოქმედდეს ანტიკორუფციული მექანიზმები, რათა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მიზნობრივი იყოს. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კავშირი დანერგავს აღნიშნულ მექანიზმებს, მათ შორის შესაბამისი დათქმები აისახება ორგანიზაციის დებულებაშიც რაგბის კავშირის მიერ დახარჯული თანხების სათანადო მონიტორინგის მიზნით.

მინისტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტს მიმდინარე სამუშაო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ქართული რაგბის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთ თვეში სამხრეთ აფრიკას ესტუმრება და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან 2 და 9 ივლისს ორ ტესტ მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ პირველ შეხვედრას სწორედ „ბორჯღალოსნებთან" ჩაატარებს, რაც გახლავთ ქართული რაგბის კიდევ ერთი დიდი აღიარება და წარმატება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა