კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ეს სოციალური მუშაკების მიერ გამოსავლენი საკითხია“ - შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

ნახვები: 320 „ეს სოციალური მუშაკების მიერ გამოსავლენი საკითხია“ - შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

„საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ემოციური ფონი იყოს სათანადო იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა შესაბამისად იმუშავონ", - ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო გამოწვეულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს.

მისივე თქმით, პანსიონატში არსებულ შესაძლო დარღვევებთან და გადაცდომასთან დაკავშირებით, შესაბამისი დასკვნა სოციალურმა მუშაკებმა უნდ დადონ, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.

„თუკი არის სავარაუდო დარღვევები, ეს სოციალური მუშაკების მიერ გამოსავლენი საკითხია, ასევე ამ საკითხებს იკვლევს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ ასეთ დარღვევას ადგილი აქვს, საჭიროა, რომ ამას პროფესიონალებმა შეხედონ და შეაფასონ",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: სოციალური მუშაკები და მეუფე სპირიდონი ერთმანეთს დღეს შეხვდებიან და ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა