თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სარჯველაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია

ნახვები: 535 მიხეილ სარჯველაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია

ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეფასება კეთდება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესკლიმატი არის პოზიტიური და რეგიონში ქვეყანა ლიდერია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ისეთი საყურადღებო მინიშნებებია გაკეთებული, რაც სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესში დაეხმარებათ.

„ანგარიშში მითითებაა იმაზეც, რომ საქართველოდან გარკვეული წყაროები საუბრობენ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და აქცენტი კეთდება დროული მართლმსაჯულების პრობლემატიკაზე. როცა სამუშაო ფორმატებში ამ პრობლემას ხაზი გაესვა, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მივიღეთ – რატომ არის პრიორიტეტებში საქმეთა გადატვირთულობა და დროული მართლმსაჯულების პრობლემატიკაზე. ეს არის რეალური პრობლემა და საჭიროა მაქსიმალური ყურადღების კონცეტრირება. საყურადღებო მინიშნებებია გაკეთებული, რაც დაგვეხმარება სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესში. ეს ყველა თვალსაზრისით კარგად გამოყენებადი დოკუმენტია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ასევე შეაფასა ანგარიშის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია: „ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად“.

როგორც საქართველოს პირველ არხს მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის „ცივი შხაპია“.

„როცა ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს მკაცრად იცავს, ამაზე სრულიად უარგუმენტო და დაუსაბუთებელ კრიტიკას ვიღებდით, სხვათა შორის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ გარე ძალებიც ამას აკეთებდნენ. რეალურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია. თუ ვითარებას რეალურად გაეცნობა, ყველა ნახავს, რომ საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანგარიშის შეფასებისას სარჯველაძემ ასევე კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, „საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“.

სარჯველაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს მასობრივად ხდებოდა ადამიანების საკუთრების უფლების ხელყოფა, რაზეც ფაქტები არსებობს.

„ამ თემაზე ყველა ფლობდა ინფორმაციას. მომეჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ შერბილებულია ტონი, რადგან საუბარი სავარაუდოდ კი არა, უდავოდ დადგენილ ფაქტებზე შეგვიძლია, რომ მასობრივად ხდებოდა ადამიანების საკუთრების უფლების ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. ამაზე ვარაუდის დონეზე საუბარი მაშინ შეგვეძლო, როცა ის ხელისუფლება მართავდა ქვეყანას და ამ ფაქტების დადასტურება რთული იყო, მაგრამ სასამართლოს მეშვეობით ფაქტებმა დადასტურება დაიწყო არა მხოლოდ ქვეყნის შიდა დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ეს აღიარებული პრაქტიკა იყო, რასაც საკუთრების უფლების დარღვევის თვალსაზრისით წინა ხელისუფლება მიმართავდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ძირი გამოუთხარა, საკუთრების უფლების პრობლემა იყო“, – აღნიშნა სარჯველაძემ. 

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა