თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 485 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა-ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალში. ეს არის პასუხი იმ მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მომდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კიდევ ერთ ნაწილზე, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“.

„ყველას მოგეხსენებათ, როგორც იყო დაცული საკუთრების უფლება 2012 წლიდან, ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში. დღეს კერძო საკუთრება არის დაცული და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი და ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ადამიანების კერძო საკუთრება არის კერძო საკუთრება, რომ იტყვიან უფლება ჩვენი მოქალაქეების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა