კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

როგორც პრემიერი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, ამ მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებ-ღარიბაშვილი

ნახვები: 456 როგორც პრემიერი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, ამ მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებ-ღარიბაშვილი

ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს და მით უმეტეს პოლიტიკოსს, აქვს უფლება, გაემიჯნოს გუნდს. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას. პრემიერის განცხადებით, ეს არის სტანდარტი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდმა დაამკვიდრა ქვეყანაში.

„შესაბამისად, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ამ პროცესს, გამჭირვალე და დემოკრატიულ პროცესს, არავითარ შეფერხებას არ შევუქმნით. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას. ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით მაქსიმუმს აკეთებს.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას და გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებ, ეს არის ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა