კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომის პაპი აცხადებს, რომ გადადგება, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს მოვალეობა

ნახვები: 646 რომის პაპი აცხადებს, რომ გადადგება, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს მოვალეობა

რომის პაპის განცხადებით, ის შეიძლება გადადგეს, თუმცა ჯერ არ აპირებს. როგორც პაპი ფრანცისკე ამბობს, ის მაშინ მიიღებს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ ჩათვლის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს მოვალეობა და ემსახუროს ხალხს.

ეს განცხადება პონტიფიკოსმა კანადაში ვიზიტის დასასრულს გააკეთა.

როგორც 85 წლის რომის პაპი ამბობს, ამ ეტაპზე ის გადადგომას არ აპირებს და საქმიანობას გააგრძელებს.

„პაპის შეცვლა კატასტროფა არ გახლავთ. ეს არ არის ტაბუ. კარი ღიაა – ეს ნორმალური შესაძლებლობაა, მაგრამ დღეს მე ჯერ ამ კარზე არ დამიკაკუნებია. მე არ მიგრძვნია, რომ ამ შესაძლებლობაზე დავფიქრებულიყავი. ეს არ ნიშნავს, რომ ორ დღეში შესაძლოა ამაზე ფიქრი არ დავიწყო“, – განაცხადა ფრანცისკემ.

რომის პაპს ბოლო თვეებში მუხლის ტკივილი აწუხებს, რაც მისი გადაადგილების შესაძლებლობაზე აისახა. კანადაში ვიზიტის განმავლობაში ის ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა