კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ენტონი ბლინკენი არ არის მზად რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის

ნახვები: 646 „ნიუ იორკ თაიმსი“ - ენტონი ბლინკენი არ არის მზად რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ არის მზად რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის.

გამოცემის ინფორმაციით, ბლინკენი შიშობს, რომ რუსეთისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო სტატუსის მინიჭება აიძულებს აშშ-ს, სანქციები დაუწესოს ზოგიერთ მოკავშირე სახელმწიფოს, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

ამასთან, ბლინკენის მოსაზრებით, ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, რუსეთთან მინიმალურ დონეზეც კი დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება გაძნელდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთის მიერ ჩეჩნეთში, სირიაში, საქართველოსა და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების გამო აღიაროს რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა