პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ელენოვკაში მომხდარის გამო, „აზოველები“ პუტინს გარდაუვალი სასჯელის შესახებ აფრთხილებენ

ნახვები: 805 ელენოვკაში მომხდარის გამო, „აზოველები“ პუტინს გარდაუვალი სასჯელის შესახებ აფრთხილებენ

​პოლკ „აზოვის“ წევრებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გარდაუვალი სასჯელის შესახებ გააფრთხილეს. მიმართვა პოლკის მეთაურის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ნიკიტა ნადოტჩიმ გაავრცელა.

ვიდეოჩანაწერში ნიკიტა ნადოტჩი აცხადებს, რომ პუტინს ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვის გამო სასჯელი ელოდება. ის ასევე გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც „აზოვის“ წევრების სიკვდილით დასჯის აუცილებლობაზეა საუბარი.

„თქვენ თავად დაგსჯიან თქვენს ტურებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც თქვენ გიყვართ – ყველა საბუთისა და ბეჭდების თანხლებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ნახევრადიმპერია განადგურდება“, – ამბობს პოლკ „აზოვის“ მეთაური.

ნიკიტა ნადოტჩის თქმით, ელენოვკაში ჩადენილი დანაშაულში ჩართული ვერც ერთი პირი მართლმსაჯულებას ვერ დაემალება.

„ელენოვკაზე დარტყმას ჩვენ განვიხილავთ, როგორც სიკვდილით დასჯის საჯარო აქტს. რუსეთმა ეს აქტი დაუსჯელობის გამო ჩაიდინა. ისინი მიჩვეული არიან, რომ პასუხს არავინ სთხოვს ომის კანონებისა და წესების დარღვევის გამოც კი. ამიტომ ჩვენ, „აზოველებმა“ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა, რომ რუსეთმა ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროს. ჩვენ უკვე ვარკვევთ ტყვეების სიკვდილით დასჯის შემსრულებელთა ვინაობას. გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუმცა ჯერ არ გავახმაურებთ. ჩვენ მათ ვიპოვით, სადაც უნდა იყვნენ – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთსა თუ მესამე ქვეყნებში. უკრაინა, როგორც სახელმწიფო, უზრუნველყოფს მათ სამართლიან დასჯას“, – განაცხადა პოლკ „აზოვის“ მეთაურმა.

ნიკიტა ნადოტჩის თქმით, რუსეთის მიერ ელენოვკაში ჩადენილი დანაშაულისთვის არა მხოლოდ „აზოვის“ მებრძოლები, არამედ თითოეული უკრაინელი იძიებს შურს.

29 ივლისს ელენოვკაში მდებარე კოლონიაზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე, 73 ადამიანი დაიჭრა. უკრაინა აცხადებს, რომ კოლონიაზე დარტყმა რუსეთმა განზრახ განახაროციელა, ტყვეთა წამების ფაქტების დასამალად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა