თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ადვოკატების განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან და „ნაციონალურ მოძრაობისგან“ ჩამოშორებას აპირებს, ნიკა მელია დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდებს

ნახვები: 625 ადვოკატების განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან და „ნაციონალურ მოძრაობისგან“ ჩამოშორებას აპირებს, ნიკა მელია დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდებს

სააკაშვილის დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკა მელიამ უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიძლება, დისტანცირდეს.

„პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია – ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ, მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, მე მიშას ან მიშა მე? დაცვის სტრატეგიაა. დიახაც, ვიცი რა, ვიდრე ეს რეჟიმი არ დამარცხდება, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით, სამწუხაროდ, უბრალოდ, ვერ ვიხსნით. პოლიტიკური ხმა რას მეუბნება, გეტყვით – მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებას გამოიჩენს, მისი დიდსულოვნების იმედი არ მაქვს, ადამიანის, რომელიც იმას არ თაკილობს, რომ პირდაპირ დაადანაშაულოს ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, რაც თუნდაც ერთი წლის წინ ენით აღუწერელი იქნებოდა. პირდაპირ კონფრონტაციაშია და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა დიდწილად გვეიმედებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით; არიან ჩართული, მაგრამ ვხედავთ, ამავე დროს, როგორ ექცევა მათ ბიძინა ივანიშვილი. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მისი გადაყვანა მაინც მოხდება, მაგრამ ამის იმედად მე არ მინდა ყოფნა, როგორც პოლიტიკოსს, როგორც მებრძოლს, არ უნდათ არც ჩემს მეგობრებს. ადვოკატებს აქვთ თავიანთი საქმე და ისინი ამას უკეთ აკეთებენ, რადგან არიან იქ პროფესიონალები, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, განუყოფელი ნაწილია. ოღონდ არიან ადამიანები სოციალურ ქსელში, რომელიც არის სულ სხვა სამყარო, ვიდრე რეალობა – გეტყვით, რას არ ვეთანხმები, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუნდაც მე, თუნდაც სხვები მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვართ ნულები. ეს არის დიდი ტყუილი, რომელსაც პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ დაეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია მიხეილ სააკაშვილი და არა ის, რომ ნულები ვართ, ხალხო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერც ერთ წევრს ვერ ვხედავ, რომელიც ნულია, პირიქით, სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენი სიძლიერეც ამაშია“, – განუცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა