კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს 3 000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 565 მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს 3 000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია-პაატა მანჯგალაძე

რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან პრეტენზია ჰქონდა, რომ ზესახელმწიფო ყოფილიყო და აღმოჩნდა, რომ უკრაინაში, მთელ რიგ ფრონტებზე, სერიოზული ზიანი და მარცხი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია.

„რა დარჩენია სასოწარკვეთილ მედვედევს იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე საუბრით დააკომპენსიროს.  მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევსაც წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და მათ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო. უფრო მეტიც, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში პაპუასებივით დარბოდნენ. კარგი იქნება, ვაი ქართველებმა, რომლებიც რუსეთში ბევრია, ხუბუტიების მსგავს ადამიანებზე ვსაუბრობ, ელემენტარული ისტორია მაინც აუხსნან მედვედევს . „ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთონ, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა