კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს-სარჯველაძე

ნახვები: 506 არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს-სარჯველაძე

არასწორ მოლოდინებს არ უნდა ვქმნიდეთ, როდესაც ქართულ პოლიტიკაზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე ვსაუბრობთ. ის იმ მასშტაბისა და ზომის არ არის, რომ რაღაც დიდი გავლენის მოხდენის მოლოდინში ვიყოთ – პოლიტიკაში გინდა დარჩეს, გინდ გავიდეს, ეს ქართული პოლიტიკის სურათს თვისობრივად არ ცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის განცხადებით, სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის.

„რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე, რასაკვირველია, შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. არ შეიძლება, განცხადება მისი პოლიტიკად გასვლის თაობაზე სასჯელის აღსრულების საკითხთან დაკავშირებით. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. ამის ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია. არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა