კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პიეტრო ლო მონაკო - კვარაცხელია წლის ნამდვილი ჰიტი იქნება

ნახვები: 412 პიეტრო ლო მონაკო - კვარაცხელია წლის ნამდვილი ჰიტი იქნება

პიეტრო ლო მონაკომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა – ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც მოქმედი სპორტული მენეჯერი და ტელეკომენტატორია, იმედი გამოთქვა, რომ ქართველი თავდამსხმელი წლსი მოვლენა გახდება.

„ვინ იქნება ნამდვილი გადატრიალება „ნაპოლში“? ამ როლში კვარაცხელიას ვნახავთ – მე ამის დიდი იმედი მაქვს. ქართველი რომ აფეთქდეს, ის ნამდვილად შეიძლება გახდეს სპალეტის გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშე“, – ამის შესახებ მენეჯერმა პიეტრო ლო მონაკომ Vikonos Web Radio/Tv-თან ინტერვიუში განაცხადა.

იტალიელმა მენეჯერმა თავისი ვარიანტი დაასახელა, თუ როგორ შეიძლება გახდეს „ნაპოლის“ თავდასხმა სერია „ა“-ში საუკეთესო.

„მე შევწირავდი ზელინსკის და ჩამოვიყვანდი ჯოვანი ლო ჩელსოს. კვარაცხელიასთან ერთად სამკუთხედს შევქმნიდი ჯოვანი სიმეონესთან ან ჯაკომო რასპადორისთან ერთად. ამ შემთხვევაში, „ნაპოლის“ შეტევა ნამდვილად სრულყოფილი იქნებოდა“, – ამტკიცებს ლო მონაკო.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპორტული მენეჯერის დაასახელებული ყველა მოთამაშე საკუთარი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში თამაშობენ – ჯოვანი ლო ჩელსო „ტოტენჰემის“ და არგენტინის ნაკრების შემტევი ნახევარმცველია (ზაფხულამდე იჯარით „ვილიარეალში“ თამაშობდა), ჯოვანი სიმეონე „ვერონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელია (დიეგო სიმეონეს შვილი), ხოლო ჯაკომო რასპადორი „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდია.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა