კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამუშაო ჯგუფის და საკომიტეტო მოსმენების ფორმატების ერთმანეთისგან გამიჯნვა ალოგიკურია - მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 452 სამუშაო ჯგუფის და საკომიტეტო მოსმენების ფორმატების ერთმანეთისგან გამიჯნვა ალოგიკურია - მიხეილ სარჯველაძე

ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება. პარალელურად კი ოპოზიციის ნაწილი განაგრძობს სამუშაო ჯგუფების ფორმატის ბოიკოტირებას და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გეგმავს.

მმართველი გუნდის შეფასებით სამუშაო ჯგუფის და საკომიტეტო მოსმენების ფორმატების ერთმანეთისგან გამიჯნვა ალოგიკურია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი პროცესში არ ერთვება, ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების პირველივე პუნქტს, ანუ დეპოლარიზაციას. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის არ მიღება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დიდი შეცდომაა.

"ყველას კარგად მოეხსენება, რომ საპარლამენტო მუშაობა და ზოგადად მუშაობა ნიშნავს არამხოლოდ პლენარულ სხდომაზე, არამხოლოდ კომიტეტის სხდომაზე მუშაობას, არამედ არსებობს სხვა არაერთი ფორმატი, რითაც დეპუტატები სტანდარტულად არიან დაკავებული. მეტიც, ვთვლი რომ ეს არის თითოეული დეპუტატის მოვალეობა. ხელისუფლებამ შესთავაზა ყველა კარის გაღება, საიმისოდ, რომ ოპოზიცია სრული მასშტაბით ყოფილიყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რასაც ჰქვია მუშაობა. შერჩევით, რომელიმე კონკრეტულ ფორმებში მონაწილეობის მიღება და არ მიღება ოპოზიციის მხრიდან, არავითარ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი მძიმე შეცდომა, რომელიც დაუშვეს," - აცხადებს სარჯველაძე.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა