კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან

ნახვები: 432 შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან

მიხეილ სააკაშვილის სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს კარგი იქნება.

„მიხეილ სააკაშვილი თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ყოველი დღე, როდესაც ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, უფრო მეტიც, ის არის უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი. ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას. რაც შეეხება სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან მის სასჯელს არ აქვს. მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა მან, რომ ვალერი გელაშვილი აცემინა, ამასთან აქვს კავშირი და კიდევ მიდის საქმეები, რომლებსაც განვიხილავთ, აქ არაფერ შუაში არ არის ის იქნება თუ არა პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა