კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 488 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება-ანრი ოხანაშვილი

12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი არც ერთ რეკომენდაციაში არ არის გაწერილი.

„თუ ვინმე იტყვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი რომელიმე პუნქტშია მოაზრებული, ეს ყველა ლოგიკას ცდება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი 12-პუნქტიან გეგმაში განხილვის საკითხი ვერ გახდება. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხი თავად მასთან გაარკვიონ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს ადამიანი პოლიტიკიდან გავიდა. მან პოლიტიკური სივრცე დატოვა და წარმოუდგენელია, ვინმე ძალით ცდილობდეს, მის პოლიტიკურ სივრცეში შემოყვანას“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა