კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

ნახვები: 622 იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

პრეზიდენტი პუტინი თუ გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ვიზიტის დროს გააკეთა.

სტოლტენბერგმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე სახიფათო მომენტი უწოდა.

„თუ პრეზიდენტი პუტინი თუნდაც გაიფიქრებს მაინც ისეთივე ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ის, რაც მოხდა უკრაინაში, საშინელებაა, მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა თუ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის დაიწყებოდა.

„ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკა წარმატებული არ იყოს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა