კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას

ნახვები: 591 ვოლოდიმირ ზელენსკი - „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიში გააკრიტიკა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს, ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას.

„სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნესტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ჰიპოთეტურადაც კი არსებობდეს პირობა, რომ რუსეთის რომელიმე თავდასხმა უკრაინაზე გამართლებული იყოს.

„აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული და თუ ვინმე ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აგრესორი და მსხვერპლი რაღაც ფორმით გათანაბრებულია; თუ ზოგიერთი მონაცემი მსხვერპლის შესახებ არის გაანალიზებული, როდესაც ის, რაც აგრესორმა გააკეთა, იგნორირებულია, მაშინ ეს ანგარიში მიუღებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა უკავშირდება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რითიც საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეებს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიში გააკრიტიკეს და მასში გამოთქმული ბრალდებები უარყვეს.

თავად ორგანიზაციაში კი განაცხადეს, რომ უკრაინის მთავრობის კრიტიკა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ცვლის. ამის შესახებ აგნეს კალამარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისივე ინფორმაციით, ახლა „რუსი და უკრაინელი ტროლების ბანდები თავს ესხმიან „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გამოძიებას, თუმცა ეს ორგანიზაციის მიუკერძოებლობას არ შეარბილებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა