Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ანრი ოხანაშვილი: " ჩვენ ამნისტიასთან დაკავშირებით თანხმობას არ ვითხოვთ"

ნახვები: 526 ანრი ოხანაშვილი: " ჩვენ ამნისტიასთან დაკავშირებით თანხმობას არ ვითხოვთ"

ჩვენ ამნისტიასთან დაკავშირებით თანხმობას არ ვითხოვთ - თუ პირი წინააღმდეგობას არ აფიქსირებს, მას ამნისტია ავტომატურად შეეხება, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პროექტი პარლამენტში წარდგენილია ზუსტად ისეთი სახით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული, რათა პოლარიზაცია განეიტრალდეს.

"პროექტში ვერ ნახავთ სიტყვას, რომ პირმა თანხმობა უნდა გამოხატოს: "თანახმა ვარ ამნისტია შემეხოს". ეს ასე არ არის. ამნისტია არის პირის უფლება. ოპოზიციის პროექტით, ადამიანს არ უნდა ვკითხოთ აზრი, მას სურს თუ არა ამნისტია. არ ვიცი, რაში შეიძლება ჯდებოდეს, რომ თუკი ადამიანს ამნისტია არ უნდა, უთხრა: - გინდა თუ არა, ამნისტია გეხება ანუ აიძულო, რომ ამნისტია შეეხოს. ჩვენ გთავაზობთ, ვინმე კი არ ვაიძულოთ, არამედ არჩევანის უფლება დავუტოვოთ და თუ ამნისტია სურს და ამის წინააღმდეგი არ არის, ამნისტია შეეხოს. თუკი გამოდის და ამბობს, რომ ამნისტიას არ მიიღებს, როგორ შეიძლება მას ეს უფლება შევუზღუდოთ?!" - განაცხადა ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

ოხანაშვილმა დღეს ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების მაგიდასთან არავის დაუსვამს დაზარალებულთა საკითხი.

"ეს რომ ევროპული შეთანხმების დოკუმენტი არ იყოს, ამნისტიის პროექტს არც გამოვიტანდი და არც მხარს დავუჭერდი. ჩვენს ინტერესში რომ ყოფილიყო, ამას მანამდეც გავაკეთებდით", - მიმართა ოპონენტებს ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ "ამნისტიის შესახებ" პროექტს იხილავს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად მიმდინარეობს. განხილვაში მონაწილეობს ოპოზიცია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

„ქართული ოცნების" კანონის პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა