კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული-თორნიკე რიჟვაძე

ნახვები: 456 მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული-თორნიკე რიჟვაძე

მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებით.

თორნიკე რიჟვაძემ ტურისტული სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული ისტორიაში.

„მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს ერთადერთს – როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პროვოკაციები თავიდან იქნას აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი ყველაზე წარმატებული იქნება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა