კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სწორია კობახიძის კრიტიკა, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი-იაგო ხვიჩია

ნახვები: 467 სწორია კობახიძის კრიტიკა, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი-იაგო ხვიჩია

სწორია კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა.

იაგო ხვიჩია ასევე ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნიდან გამომდინარე ვერც ომის და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ხედავს.

„ამ ფორმით მე ვერც ომის დაწყების და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა სწორია ირაკლი კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი. უცნაურია, ერთი მხრივ, მხარს უჭერდე ვიზების მოხსნას, როცა შენ ხარ ხელისუფლებაში და შემდეგ იძახდე, რომ ამ მეთოდით ქვეყნის ოკუპაცია ხდება. თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, ხედავთ თუ არა პრობლემას რუსი ვიზიტორების რაოდენობის გაზრდაში, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ტურისტების მატებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„არა. მე პრობლემას ტურისტების მატებაში ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ ოკუპანტის მატებაში, რომელიც ავტომატით მოდის. ვიზას სთხოვ ვიღაცას და ამ ბარიერს ვერ გაივლის და რომ გჯერა, რომ ახალა ოკუპანტი შეაჩერე. ეს აბსურდული თავდაჯერებული რემენაა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა