პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პირი, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 494 პირი, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას-ანრი ოხანაშვილი

არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ უკონტროლოდ ხორციელდება ქვეყანაში ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა იყოს გარანტირებული.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი რეაგირება იქნება.

„ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა იყოს გარანტირებული. დანარჩენი არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. არ არის სწორი მიდგომა, როცა ადამიანებს კონკრეტული ნიშნის მიხედვით ჰყოფ. თუ ვინმემ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება იქნება და უნდა იყოს. თუ ვინმე რაიმე ქმედებას განახორციელებს, ამაზე საჭიროა რეაგირება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ უკონტროლოდ ხორციელდება ქვეყანაში ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი რეაგირება იქნება. ნებისმიერი პირი, რომელიც კანონის დამრღვევი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება – რუსი, ბელარუსი, ამერიკელი, გერმანელი თუ სხვა, ვინც არღვევს ოკუპაციის კანონს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა