პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას -ნინო ლომჯარია

ნახვები: 419 დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას -ნინო ლომჯარია

ჩემთვის არის ძალიან გაუგებარი და ცოტა არ იყოს აუხსნელი, რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ, ამ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და არც ერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი, მით უმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის.

„განცხადებები და კითხვები, რასაც მისვამთ, გამომდინარეობს იმ აქტიური კამპანიისგან, რასაც მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები აწარმოებენ საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის არის ძალიან გაუგებარი და ცოტა არ იყოს აუხსნელი, რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ, ამ თავდასხმებით მისთვის დისკრედიტაციას. ისინი თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ უბრალოდ მათ ვეტყვოდი, რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება, მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ეგეთ თავდასხმებს, რადგან ეს მხოლოდ სახალხო დამცველს რეპუტაციას და რეიტინგს აძლიერებს.

რაც შეეხება იმას სახალხო დამცველი, როდის რას გააკეთებს მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და არც ერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მით უმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის. ჩემთვის არ არის მათი არგუმენტები ცნობილი, არ ვიცი რას ეფუძნება. ფაქტია, რომ ეს არის დაუსაბუთებელი კამპანია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მომავალი ოთხი თვის განმავლობაში აპირებს პირნათლად შეასრულოს თავის მოვალეობა და ვადის ამოწურვის ბოლო დღემდე იმუშავებს.

„რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ჩემი ვადის ამოწურვის შემდგომ, ამის შესახებ მე თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ასეთი აღელვება და ნერვიულობა მათი მხრიდან ამ საკითხის მიმართ რისი ნიშანი შეიძლება იყოს. არ ვიცი, რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი, მაშინ არ ვიცი ნერვიულობა ასეთი და ასეთი აქტიურობა, ასეთი ორგანიზებული კამპანია რას შეიძლება მივაწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას. სახალხო დამცველი არასოდეს ყოფილა რადიკალური, არასოდეს გაგვიკეთებია ჩვენ რადიკალური განცხადებები, არასოდეს გვიმოქმედია რადიკალურად, ამიტომ კიდევ ერთხელ, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი და ჩემთვის აუხსნელი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა