კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქსენოფობიური კამპანია პირადად არ მინახავს და არ შემხვედრია, თუმცა ფაქტია, რომ არსებული მდგომარეობა დროულ რეაგირებას საჭიროებს-ბექა ლილუაშვილი

ნახვები: 416 ქსენოფობიური კამპანია პირადად არ მინახავს და არ შემხვედრია, თუმცა ფაქტია, რომ არსებული მდგომარეობა დროულ რეაგირებას საჭიროებს-ბექა ლილუაშვილი

ქსენოფობიური კამპანია პირადად არ მინახავს და არ შემხვედრია, თუმცა ფაქტია, რომ არსებული მდგომარეობა მიხედვას და დროულ რეაგირებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, რომელშიც ირაკლი კობახიძე ამბობს: ქსენოფობია არასოდეს ყოფილა და არც იქნება ქართული კულტურის ნაწილი, მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

ლილუაშვილი გამოეხმაურა კობახიძის განცხადების იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას.

„წინა წლებთან მიმართებაში შედარებით განცხადებები მიუთითებს, რომ მისი წარმოდგენა აბსოლუტურად აცდენილია ქვეყანასთან მიმართებით ახლანდელ დაკავშირებულ რისკებზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე, როდესაც ეს ქვეყანა აწარმოებს აქტიურ ომს უკრაინაში. ფაქტობრივად კვირაში ერთხელ გვახსენებს თავის იმპერიალისტურ მიზნებს. ვსაუბრობთ მოცემულობაზე, დედაენის ბარში შექმნილ სიტუაციაზე, ერთ-ერთი პროპაგანდისტი არხის „ოერტეს“ ჟურნალისტი ჩამოვიდა სპეციალური სიუჟეტის გასაკეთებლად. რუსეთი გამოიყენებს ყველა რესურს, რომ ჰიბრიდული საფრთხე არ შეიქმნას ამ ქვეყანაში და ამას სერიოზულად მოპყრობა სჭირდება და არა ქილიკი და დაცინვა. ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ სამართლიანად არიან დაძაბული და მათი ეს განწყობები ლეგიტიმურია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არც ერთი სახელმწიფო უწყება არ გამოსულა, რომელსაც ეს საკითხი ევალება და არ გაუკეთებია შესაბამისი განმარტებები. კობახიძე პარტიული წარმომადგენელია და არა სახელმწიფოს წარმომადგენელი. მან უნდა დაანებოს თავი ასეთ განცხადებებს და რეალურად გადაწყვეტილებები მიიღოს. პირველი – შესაბამისი სამსახურები წარდგნენ საზოგადოების წინაშე და გააცნონ სიტუაციასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები თუ ეს არსებობს. მეორე – უვიზო მიმოსვლის ნაწილში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს უვიზო რეჟიმის პირობები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა ლილუაშვილს ჰკითხეს, ქსენოფობიური კამპანიის საფრთხეს ხედავს თუ არა და ემიჯნება თუ არა. ლილუაშვილის თქმით, პირადად ქსენოფობიური კამპანია არ უნახავს.

„კონკრეტულად ქსენოფობიური კამპანია მე პირადად არ მინახავს და არ შემხვედრია, თუმცა ფაქტია, რომ ეს მდგომარეობა მიხედვას და დროულ რეაგირებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა