კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ აზარაშვილი - ამირან გამყრელიძე ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას და ასევე ღირსეულად, პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას

ნახვები: 438 ზურაბ აზარაშვილი - ამირან გამყრელიძე ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას და ასევე ღირსეულად, პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას

ბატონ ამირანს, მოგეხსენებათ, დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამირან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი საუბარი გუშინ ნამდვილად გვქონდა. უახლოეს დღეებში ის შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს სამინისტროს და ქალბატონი თამარ გაბუნია იქნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამ ეტაპზე, ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან წასვლა კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან.

„ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს ამ თანამდებობას და ასპარეზს უთმობს უკვე სხვა ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მენეჯმენტს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა