სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ერდოღანმა პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

ნახვები: 469 ერდოღანმა პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა.

ერდოღანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, რათა მხარეები სტამბულში, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ერდოღანის თქმით, ბრძოლის ველზე არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, მას სჯერა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკების გზით მოგვარდება.

“მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ იარსებებს ომში გამარჯვებული. მიუხედავად სირთულეებისა ბრძოლის ადგილზე, მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიჭრება. მე ბატონ პუტინს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მის შეხვედრას ბატონ ზელენსკისთან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ჩვენს შავი ზღვის პარტნიორთან და რუსეთთან ყველა მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას” – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა