კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას

ნახვები: 560 გია ვოლსკი - 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას

ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელიწუფლებას 2012 წლიდან არ დაუტოვებია არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს აქვს საგანგებო დანიშნულება, შეასრულოს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანის როლი, როდესაც ვსაუბრობთ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების გადანაცვლებაზე ევროპულ ბაზრებზე. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აქედან გამომდინარეობს ის მცდელობები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიწყვიტავს 2012 წლიდან, არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა