კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების ჩაშლისკენ ისწრაფვიან

ნახვები: 761 გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების ჩაშლისკენ ისწრაფვიან

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების ჩაშლისკენ ისწრაფვიან. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ძირითადი შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში პროგნოზირებადობას და სტაბილურობას, იყო 2008 წელს მოწვეული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ სოხუმის, ცხინვალის, თბილისის, ასევე რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები გაერო-ს, ევროკავშირის და ეუთო-ს შუამავლობით“, – წერს კარასინი.

კარასინის თქმით, „ჯამში დატვირთული დიალოგისა და ცხარე დისკუსიების 55 რაუნდი გაიმართა“. მან ჟენევის დისკუსიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების სადაზღვევო ბადე უწოდა.

„ბოლო თვეებში შემაშფოთებელია ევროკავშირის, შეერთებული შტატების და თავად შვეიცარიის აშკარა სწრაფვა, ჩაშალონ ჟენევის დისკუსიების მუშაობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების საბაბით. ბოლო შეხვედრები გაიმართა 2021 წლის დეკემბერში. ეს არის უკიდურესად საშიში, რადგან ამან შესაძლოა, გამოიწვიოს მიზანმიმართული პროვოკაცია. ამგვარად, სააკაშვილის აგრესიის მორიგი თარიღის აღნიშვნისას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი რამ მომავალში“, – აღნიშნავს კარასინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა