Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ ყარაბაღში ბოლოდროინდელი დაძაბულობის მთავარი მიზეზი სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა

ნახვები: 640 ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ ყარაბაღში ბოლოდროინდელი დაძაბულობის მთავარი მიზეზი სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ​ ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ყარაბაღში ბოლოდროინდელი დაძაბულობის მთავარი მიზეზი სომხეთის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში, ელჩების რიგით მე-13 კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 44-დღიანი ომის დასრულებისა და სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთს ნაკისრი ვალდებულებები დაახლოებით წელიწადის და ცხრა თვის განმავლობაში არ შეუსრულებია.

„ვალდებულებებზე საუბრისას ვგულისხმობ იმას, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ დაუტოვებიათ ყარაბაღი. ასეთი ვალდებულება სომხეთმა სამმხრივი შეთანხმებით აიღო. როდესაც რეგიონში სამშვიდობო ძალები შევიდნენ, სომხეთის შეიარაღებული ძალები უნდა გასულიყვნენ, მაგრამ სომხეთის შეიარაღებული ძალები ისევ იქ იმყოფებიან. 3 აგვისტოს კიდევ ერთხელ სცადეს პროვოკაციის მოწყობა და ჩვენი ერთ-ერთი ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურე იქცა შეჰიდად. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „შურისძიება“ დაიწყეს და ამ ოპერაციის დროს მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. შუამავლების მიმართვის შემდეგ ეს ოპერაცია 3 აგვისტოს, საღამოს შეწყდა“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა