კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი - რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, ამ ეტაპზე არ განიხილება

ნახვები: 581 ანრი ოხანაშვილი - რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, ამ ეტაპზე არ განიხილება

ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უკეთესი იქნება განცხადებების ნაცვლად იმუშაონ სამუშაო ჯგუფებში. მათთვის კარი ღიაა. მე მათ ოფიციალურად მივმართე და ვთხოვე ჩართვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნით თითოეულ სამუშაო ჯგუფში. დღესაც მზად ვართ, მოვისმინოთ მათი წინადადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სიყალბით გამოირჩევა.

„საუბრობენ განცხადებებით და არაფერს აკეთებენ საქმესთან დაკავშირებით. ასეთი მიწოდებების ნაცვლად მიზანშეწონილია, საქმისთვის, დეპოლარიზაციისთვის უკეთესია, რომ მოვიდნენ და საქმიანად იმუშაონ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხალხი უხდის ფულს, კეთილი ინებონ, მოვიდნენ და იმუშაონ სამუშაო ჯგუფებში. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად ძალიან დიდი, რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების და განსხვავებისა, დეპოლარიზაციის გეგმის ფარგლებშიც ვიმუშაოთ მათთან. „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არ ბრუნავს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ მათთან მუშაობისთვის მზად ვართ. ისინი აყირავებენ მაგიდას. ვეუბნებით, მობრძანდით ვიმუშაოთ, 12-პუნქტიანი გეგმა ამას გავალდებულებთ, ამას საბოტაჟს ნუ უცხადებთ, თუმცა ამას მაინც აკეთებენ. სხვა რესურსი ჩვენს ხელთ არ არის.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, არ განიხილება. ეს დღეს ჩვენი გუნდის ფარგლებში მსჯელობის საგანი არ არის. თეორიულად, შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს და თეორიულად შესაძლებელია, საკანონმდებლო ორგანომ მის ფარგლებში იმსჯელოს. თეორიულად შესაძლებელია, ოდესღაც ვიმსჯელოთ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა