კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა უპასუხოდ არ დატოვებს დნეტროპეტროვსკის დაბომბვას

ნახვები: 499 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა უპასუხოდ არ დატოვებს დნეტროპეტროვსკის დაბომბვას

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკიზე განხორციელებულ თავდასხმას, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ზელენსკის თქმით, ომის დასრულების ვადა დამოკიდებულია რუსული მხარის დანაკარგების ოდენობაზე.

„რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნება, მით უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა იმაზე ფიქრი, როგორ მიაყენონ მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგები, რადგან როგორც ზელენსკიმ განაცხადა, 43 000 დაღუპული რუსი სამხედრო საკმარისი არგუმენტი არ არის რუსეთის ხელისუფლებისთვის ომის დასასრულებლად და საჭიროა მეტი მსხვერპლი.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და სამართლდამცვავი ორგანოები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკის დღევანდელ დაბომბვას. 13 ადამიანი დაიღუპა მარგანცზე ოკუპანტების დარტყმისგან. კიდევ ათზე მეტი დაჭრილია, ხუთი – მძიმე მდგომარეობაში. ეს რუსული ტერორის მორიგი გამოვლინებაა, როგორც დარტყმები მიკოლაევზე, ხარკოვზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო შორ მანძილზე მოქმედი, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს სასტიკი ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა