სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ირაკლი ღარიბაშვილი - დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას

ნახვები: 571 ირაკლი ღარიბაშვილი - დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს დიდგორობას ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას

„გილოცავთ დიდგორობას – ქართველთა გამარჯვების დღეს! „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას. გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა