კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე - მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია

ნახვები: 643 არჩილ თალაკვაძე - მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია

მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა დავით არახამიას გუშინდელ მიმართვაზე, სადაც ის აცხადებს, რომ უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, აშშ-ს 5-წლიანი ვიზიტით, რომელსაც „სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, ჩვენ თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. ეს დამოკიდებულება დარჩება ბოლომდე, ვიდრე უკრაინა ომში. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არმეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში ომია ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. მინდა, მას ვუთხრა, რომ არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა