თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პეტრე ცისკარიშვილი - აქციზის გადასახადი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს

ნახვები: 624 პეტრე ცისკარიშვილი - აქციზის გადასახადი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ აქციზის გადასახადი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რაც საწვავზე ფასებს, ლიტრზე დაახლოებით 20 თეთრით, შეამცირებს.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში დიზელიც, ბენზინიც ყველანაირი საწვავი კატასტროფულად გაძვირდა, მოუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ეცემა.

„ჩვენი ეროვნული ვალიტა სხვადასხვა მიზეზების გამო, გამყარდა, დაახლოებით 3.15-3.20-დან ჩამოვიდა – 1 დოლართან მიმართებაში – 2.70-მდე, საწვავი ფასი კი მაინც არ იაფდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ 2016-2017 წლებში „ოცნების“ ხელისუფლებამ გააორმაგა ბენზინზე აქციზის გადასახდელი. 2012 წელს, როდესაც მათ ხელისუფლება გადაიბარეს, ბენზინი იყო ორჯერ იაფი, ბენზინზე აქციზის გადასახადი იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე აქციზის გადასახადი იყო 2,5-ჯერ იაფი. დღეს მაგალითად დიზელის ფასი, როდესაც ფიქსირდება 4,27-4 ლარი და 30 თეთრი დაახლოებით აქ ჩადებული არის 50%-მდე მარჟა, სინამდვილეში კი, ის ნორმალურად რომ მუშაობდეს და კარტერული შეთანხმება არ ჰქონდეს ბიზნესებსა და კონკრეტულ კომპანიებს, დიზელის საწვავი უნდა იყოს დაახლოებით 70-75 თეთრით იაფი, ანუ სადღაც 3,50-3,55-ის ფარგლებში. ამხელა მოგებაზე მუშაობენ, რადგან თავადაც დიდი მადა აქვთ ამ კომპანიებს და ასევე თანხები ყოველ ლიტრზე, გარკვეული – 15, 20, 25 თეთრი გააჩნია კომპანიას, შეთანხმებას, კლანს, ცხადია, უჩა მამაცაშვილის კლანი არის ამ საქმეში ყველაზე აქტიური, მიდის იქ. აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არის ბენზინი და დიზელი ასე ძვირი.

ჩვენი პარტიის ინიციატივაა, რომ აქციზის გადასახადის დაბრუნდეს 2017 წლამდე არსებულ ნიშნულზე, რაც მომენტალურად შეამცირებს საწვავის ფასს დაახლოებით 20 თეთრით ლიტრზე; ასევე ქვეყანაში შეიქმნას საწარმოო სიმძლავრეები ნავთობპროდუქტების გადასამუშავებლად, რაც საწვავის ფასს გააიაფებს 20-25 თეთრით; ასევე უნდა დაიშალოს მონოპოლიური და კოროფციული გარემო“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა