Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

დმიტრო კულება - რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ კრემლს

ნახვები: 633 დმიტრო კულება - რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ კრემლს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, არავინ ითხოვს ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის იმ მოქალაქეების შესვლის შეზღუდვას, რომლებსაც პოლიტიკური თავშესაფარი სჭირდებათ ან ევროპაში ჰუმანიტარული მოსაზრებებით ჩადიან. ამის შესახებ უკრაინელი დიპლომატი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნაწყენი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის შესაძლო აკრძალვის გამო, შეუძლიათ, საჩივრით მიმართონ კრემლს და თანამემამულეთა იმ 70%-ს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს. არავინ გამოდის წინადადებით, რომ აკრძალვა შეეხოს რუსეთის იმ მოქალაქეს, ვისაც შესაძლოა, დასჭირდეს თავშესაფარი ან ჰუმანიტარული მიზნით ევროპაში ჩასვლა“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ითხოვს, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროპაში ტურისტული მიზნით მოგზაურობა აუკრძალონ. ამ წინადადებას მხარს უჭერენ ჩეხეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ევროკავშირის საბჭო ამ თემაზე აგვისტოს ბოლოს იმსჯელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა