კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე - მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად

ნახვები: 308 არჩილ თალაკვაძე - მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად

მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, სომხეთ-აზერბაიჯანის ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

„საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონის უზრუნველყოფაში დასავლეთმა სათანადოდ შეაფასა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად"- აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა მთიან ყარაბაღში აგდამის რაიონში დანაღმული ტერიტორიების რუკა, რის სანაცვლოდაც, ქართული მხარის ჩართულობით, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 დაკავებული პირი გადასცა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა