კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება, თუ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას

ნახვები: 555 ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება, თუ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას

როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება, თუ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და იმაზე, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების სტიმულირება განვახორციელოთ, იგრძნონ პასუხისმგებლობის ნაწილი იმაზე, რაც ხდება. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის შესახებ დისკუსია ყოველდღიურად ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამან უნდა გამოიწვიოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის ოფიცრების, სამართალდამცველების, ჟურნალისტებისა და ყველა იმ პირის საშუალებით, ვინც მუშაობს რუსი სამხედროების ვინაობის დადგენაზე, უკრაინა და მისი პარტნიორები სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ იმ პირების შესახებ, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი უკრაინის ქალაქებში მოსახლეობის ტერორსა და წამებაზე.

„მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, მაშინ არ იბრძვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას. და სადაც არ უნდა იყოთ – როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა