კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლაშა ხუციშვილი - გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, აგვისტოს ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით

ნახვები: 563 ლაშა ხუციშვილი - გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, აგვისტოს ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით

გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საწვავის ფასის კორექტირება დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ნავთობის ფასებზეც, რომელიც ხუციშვილის თქმით, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით ჩვენ სექტორთან გვქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ის ტენდენციები, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. იცით, რომ გასულ კვირას, ფასის შემცირების მიმართულებით მოხდა დაახლოებით 10-თეთრიანი კორექტირება. მოლოდინი არის, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება აღნიშნული კორექტირება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება, 90-95 დოლარის ფარგლებში მერყეობს გასული კვირების განმავლობაში. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ეყრდნობა ის ვარაუდები, მოლოდინები, რაც საწვავის ფასთან დაკავშირებით გვაქვს – ის, რომ აგვისტოს ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა