კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი - უკრაინამ გულდასმით უნდა გამოიძიოს ჟურნალისტ ვიტალი პორტნიკოვის შესაძლო ფარული თვალთვალი

ნახვები: 473 „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი - უკრაინამ გულდასმით უნდა გამოიძიოს ჟურნალისტ ვიტალი პორტნიკოვის შესაძლო ფარული თვალთვალი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, გულდასმით გამოიძიოს „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის პოლიტიკურ მიმომხილველ, ვიტალი პორტნიკოვის შესაძლო ფარული თვალთვალი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას გულდასმით და გამჭვირვალედ გამოიძიოს ვიტალი პორტნიკოვის შესაძლო თვალთვალი. თავისუფალი პრესა ნიშნავს დევნისა და დაშინებისგან თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ხელისუფლება იყოს გარანტი იმისა, რომ ჟურნალისტები ომის დროსაც არ გახდნენ სამიზნე თავიანთი საქმიანობის გამო“, – განაცხადა ჯეიმი ფლაიმ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ლვოვის რეგიონული დირექტორატი აგრძელებს იმ გარემოებების დადგენას, როგორ დამონტაჟდა „რადიო თავისუფლების“ პოლიტიკური კომენტატორის ვიტალი პორტნიკოვის ბინაში მოწყობილობა, რომელიც, ჟურნალისტის აზრით, შესაძლოა, საუბრების ფარული ჩაწერისთვის გამოიყენებოდა.

ვიტალი პორტნიკოვმა მოწყობილობა 10 აგვისტოს იპოვა თავის ნაქირავებ ბინაში და ამის შესახებ ლვოვის რეგიონის უშიშროების სამსახურს განცხადებით აცნობა. სპეცსამსახურის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, შენობა დაათვალიერეს, ხოლო საეჭვო ნივთი წაიღეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაარეგისტრირა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით (ინფორმაციის მოპოვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების უკანონო შეძენა, გაყიდვა ან გამოყენება).

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა განაცხადა, რომ ის აღშფოთებულია „რადიო თავისუფლების“ მიმომხილველის ვიტალი პორტნიკოვის თვალთვალის საქმით და მოუწოდეს უკრაინის უშიშროების სამსახურსა და ეროვნულ პოლიციას დაუყოვნებლივ გამოიძიონ მედიის წარმომადგენლის სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტი.

ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი ვიტალი პორტნიკოვი, „რადიო თავისუფლებასთან“ 1991 წლიდან თანამშრომლობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა