კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა

ნახვები: 603 საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა.

ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს „ტვიტერზე“.

„წარმოგიდგენთ ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში, ედიტ მედნეს! ის მუშაობდა ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში, ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოყვანილი აქვს საქართველოში ლატვიის ახალი ელჩის განცხადება.

„ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი ევროატლანტიკური მისწრაფებების და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვემხრობი ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობას, განზრახული მაქვს ლატვიურ დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – აცხადებს ედიტ მედნე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა