კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა

ნახვები: 620 რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ „უკრაინელი დივერსანტების“ მიერ კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძების დაზიანება განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომლებითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით ხორციელდება, როგორც აღნიშნული რეგიონის, ისე მეზობელი რეგიონების ენერგომომარაგება“, – ნათქვამია სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, დივერსიის შედეგად დარღვეულია ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების ტექნოლოგიური პროცესი. საქმე აღძრულია ტერაქტის მუხლით. მიმდინარეობს დივერსანტების და მათი შესაძლო თანამზრახველების ძებნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა