კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით ქართველიშვილი: ელჩი გავრილოვის ღამეს ნაცების ნარატივით მოიხსენიებს და შტურმის ორგანიზატორების მესიჯს იმეორებს

ნახვები: 580 დავით ქართველიშვილი: ელჩი გავრილოვის ღამეს ნაცების ნარატივით მოიხსენიებს და შტურმის ორგანიზატორების მესიჯს იმეორებს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასრულებენ დავალებებს და "აგენტურას წარმოადგენენ" - "ამ აგენტურის სიტყვებით რომ ლაპარაკობს ელჩი ეს ძალიან სამწუხაროა“- აღნიშნავს ქართველიშვილი. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი ნაცების მესიჯებით ლაპარაკობს და მათი მესიჯები ერთი ერთში, როგორც წარსულიდან, ისე აწმყოში, ერთმანეთს ემთხვევა. იმ სიტყვებსაც და ფრაზებსაც კი იმეორებს, რაც ნაცების პიარის დალაგებული ეგონა ამდენი ხნის განმავლობაში ხალხს და ჩანს, რომ მათი სიტყვებია, პირიქით, ნაცები ასრულებენ მათ დავალებებს და ჩვეულებრივ აგენტურას წარმოადგენენ. ამ აგენტურის სიტყვებით რომ ლაპარაკობს ელჩი ეს ძალიან სამწუხაროა. 

გარკვეული მხარდაჭერა შტურმის ორგანიზატორებზე არის და ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს არის თავდასხმა ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ელჩი გავრილოვის ღამეს ნაცების ნარატივით მოიხსენიებს და შტურმის ორგანიზატორების მესიჯს იმეორებს, გავრილოვის ღამე არის მათი დაბრენდილი ტერმინი და ამას იმეორებს ელჩი, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი ამაზე სხვაგვარად ლაპარაკობს.
ანუ, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს შტურმს საქართველოს პარლამენტზე, დეგნანი იმეორებს ნაცების დაბრენდილ ტერმინს - გავრილოვის ღამეს“- წერს ქართველიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა