თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით ზალკალიანი - ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან პირნათელი ვართ იმ შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია

ნახვები: 320 დავით ზალკალიანი - ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან პირნათელი ვართ იმ შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია

აქტიური მუშაობის შედეგად პარტნიორებთან ერთად მოვახერხეთ, რომ ნატო-ს წლევანდელი სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოს პროგრესი მაქსიმალურადაა გამოყენებული, რომ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში შესაბამისად აისახოს.

„დღეს გაიმართება ნატო-ს სამიტი, ეს გახლავთ სამიტი, რომელიც განსხვავებული ფორმატით იმართება და ერთგვარად არის მოსამზადებელი 2022 წლის ნატო-ს სრულმაშტაბიანი სამიტისთვის. მიუხედავად იმის, რომ ეს განსხვავებული ფორმატის სამიტია და არც ერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა ამ სამიტზე მიპატიჟებული არ არის, ჩვენ ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად პარტნიორებთან ერთად მოვახერხეთ, რომ ნატო-ს წლევანდელი სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილია. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები პრემიერ-მინისტრთან ერთად, ჩემი ვიზიტები ცალკე, მაქსიმალურად გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა, საქართველოს პროგრესი ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში შესაბამისად ასახული ყოფილიყო", - განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სულ რამდენიმე საათში წინასწარ ტექსტი გამოქვეყნდება, სადაც ასახულია პროგრესი, რომელიც ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით აქვს.

„მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, სულ რამდენიმე საათში წინასწარ იხილავთ ტექსტს. ტექსტი ძალიან კარგია. ტექსტში ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით აქვს. მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად უნდა გახდეს. იქნება ასევე საუბარი ოკუპაციასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულოს ნატო-ს საერთო ვალდებულებები. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რაც ჩვენს წევრობასთანაა დაკავშირებული ასახული იქნება სამიტის დეკლარაციაში", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიღებული იქნება ცალკე დოკუმენტი, 30 სტრატეგია, რომელიც საჯარო არ არის.

„გარდა ამისა, მიღებული იქნება ცალკე დოკუმენტი, 30 სტრატეგია, ეს დოკუმენტი საჯარო არ არის, მაგრამ ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან მიმართებით არსებული დეფინიციები ღია კარის კონტექტსში ასევე წარმოდგენილი იქნება ამ დოკუმენტში. ბუნებრივია, ამ დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება, რომ 2022 წლის სამიტზე იყოს პროგრესი ასახული 2030 წლის კონცეფციასთან მიმართებაში", - განაცხადა მან.

ზალკალიანის თქმით, ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დარჩენილი.

„ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო როგორც წევრი ქვეყანა ისე მოქმედებს. საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შეფასებაში. ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან პირნათელი ვართ იმ შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დარჩენილი. მესმის, რომ მოლოდინი რთულია, მაგრამ ამ მოლოდინსაც მართვა სჭირდება. ამიტომ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვცდილობთ, დავაახლოვოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები, იმისთვის რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენს პარტნიორებს დავეხმაროთ", - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა