თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს

ნახვები: 536 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს

ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი გამოვცადოთ, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლვოვში უკრაინის პრეზიდენტთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა.

„ჩვენ არ გვსურს განვიცადოთ ახალი ჩერნობილი. თურქეთი, ერთის მხრივ ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასასრულებლად, მეორე მხრივ კი იდგა უკრაინელი მეგობრების გვერდით, და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

თავის გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის რეკონსტრუქციაში. ერდოღანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზების ძიების აუცილებლობაზე.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინასთან თანამშრომლობის და სოლიდარობის გაღრმავების შესაძლებლობა იმ პირობებში, რომელშიც ვართ. ცხადია, ომი, რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება, იყო მოლაპარაკებების მთავარი საგანი. ამ კუთხით, მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე ისაუბრა 22 ივლისს თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელმაც უკრაინას მისცა საშუალება, ხორბლის ექსპორტი განეახლებინა.

„მჯერა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. პრეზიდენტი ზელენსკი და ბატონი ანტონიუ გუტერეში ამაში მეთანხმებიან. ახლა მთავარია, გამოვლინდეს ყველაზე მოკლე და სამართლიანი გზა, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან მიგვიყვანს. მჯერა, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების აღდგენა იმ პარამეტრებით, რომელზე შეთანხმებაც ჯერ კიდევ მარტში, სტამბოლში მოხერხდა. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ შევასრულოთ ფასილიტატორისა და შუამავლის როლი. მზად ვართ, ყველა სახის დახმარება გავწიოთ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა