კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით სარალიძის მკვლელობის ახალი დეტალები - მიხეილ კალანდიას გამოძიება კიდევ ერთ დანაშაულს ედავება

ნახვები: 360 დავით სარალიძის მკვლელობის ახალი დეტალები - მიხეილ კალანდიას გამოძიება კიდევ ერთ დანაშაულს ედავება

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს, მკვლელობის დაფარვასაც ედავებიან. საქმე ეხება 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის დაფარვას.

ადვოკატის განმარტებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, ადამიანს იმ დანაშაულის დაფარვაზე წაუყენონ ბრალი, რომლის ჩადენისთვისაც ის მსჯავრდებულია. ამ ეპიზოდზე სასამართლო სხდომები 2017 წლის შემდეგ არ გამართულა. მსჯელობა დღეს იწყება, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. უფლებადამცველი ისევ პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

„მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, ფაქტობრივად ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მაგრამ მისი გაღვიძება გამოწვეულია პოლიტიკურ არენაზე გიორგი გახარიას გამოსვლის გამო. გამოძიებამ ვერაფერი ახალი ვერ მოიპოვა, გარდა 2017 წლის პირველ დეკემბერს მიცემული გუგა ბარბაქაძის ჩვენებისა. აქაც ამ ჩვენების გასამყარებლად სჭირდებათ ზეწოლა განახორციელონ კალანდიაზე, შესაძლოა შესთავაზონ საპროცესო შეთანხმება, რაიმე მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მაგრამ კალანდიამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა",- თქვა ზურა თოდუამ.

შეგახსენებთ: სასამართლომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავედ 2020 წლის 25 თებერვალს ცნო. მას 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე მიხეილ კალანდიასთან ერთად ორი არასრულწლოვანი - გ.ჯ და გ.ბ. არიან მსჯავრდებულები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა