კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ინსპექტორები შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში ჩავიდნენ

ნახვები: 518 ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ინსპექტორები შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში ჩავიდნენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მიხაილ ულიანოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ინსპექტორები შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში ჩავიდნენ.

მისი თქმით, ატომური სააგენტოს სპეციალისტების მისიის მარშრუტსა და სხვა დეტალებზე მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის.

„ძალიან ნაადრევია დეტალებზე საუბარი, ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხებია. ჩვენ დისკუსიებს ვაგრძელებთ მისიის მოდელებზე, მისიაში ადამიანების რაოდენობაზე. მარშრუტზე, ამოცანებზე, მათი სადგურზე ყოფნის ვადებზე, მათ ამოცანებზე. ეს ყველაფერი მსჯელობას მოითხოვს. ამას დრო დასჭირდება. რაც შეეხება ვიზიტის დროს, პროგნოზები ყოველთვის არ მართლდება, მაგრამ ჩემი შეგრძნებაა, რომ ის შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში შედგეს, თუ არ წარმოიქმნება რაიმე გარე ფაქტორები“, – განაცხადა ულიანოვმა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. კიევი და მოსკოვი ბოლო კვირებში ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში. გაერო მოითხოვს, რომ სადგურის ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. უკრაინის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, დატოვონ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორია და ადგილზე დაუშვან ექსპერტები, რომლებიც სადგურზე კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით ჩავლენ. აღნიშნულზე მოსკოვი ამ დრომდე უარს აცხადებდა, თუმცა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, ელისეს სასახლეში განაცხადეს, რომ პუტინი დასთანხმდა ზაპოროჟიეს სადგურზე მისიის იმ პირობებით გაგზავნას, რაზეც კიევი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეთანხმდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა