კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა

ნახვები: 555 მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა

მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა. ინიციატორი 36 დეპუტატი იყო.

„როიტერის“ ცნობით, ისინი სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სადავო შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებდნენ, რომელსაც ხანგრძლივი დავის შედეგად კავშირები უნდა დაერეგულირებინა.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა პარლამენტმა წელს უკვე მეორედ გამოუცხადა. თებერვალში პარლამენტმა უნდობლობა გამოთქვა პრემიერ-მინისტრ ზდრავკო კრივოკაპიჩის მთავრობის მიმართ, რომელსაც სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა გააჩნდა.

ახლა პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა პრემიერის პოსტზე პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა